წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 110 შპს “ ინტელ XXI ” - ისათვის მაღალსიხშირული მოწყობილობის

ნომერი: 110 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 14, 2003

მიღების თარიღი მარტი 14, 2003

შპს „ინტელ XXI” -ისათვის  მაღალსიხშირული მოწყობილობის  საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ინტელ XXI”-მა (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 29 ივნისის N 5/4-2894 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის (N BT1144, 10.03.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (თანამგზავრული ინტერნეტ კავშირის სისტემა) გამოყენებული უნდა იყოს ინტერნეტ კავშირისათვის.

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა შპს „ინტელ XXI”-ს  შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე   თანდართული   ანგარიშფაქტურით  (N BT1144,  10.03.03)  გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;

2.      უზრუნველყოს შპს „ინტელ XXI”-მა აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე  ნებართვის მისაღებად;

3. აღირიცხოს   ინფორმაცია    შემოტანილი  მაღალსიხშირული     მოწყობილობების

     შესახებ  კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

          4. გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში                  (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

          5. კონტროლი      აღნიშნული       გადაწყვეტილების     შესრულებაზე        დაევალოს

   სამაუწყებლო    სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

                 კომისიის თავმჯდომარე                                                      ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები