წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 134 რუსეთის ფ ედერაციის რადიოსამაუწყებლო სადგურისთვის მინიჭებული სიხშირის გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 134 / 14

გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2003

მიღების თარიღი მარტი 21, 2003

რუსეთის ფედერაციის რადიოსამაუწყებლო  სადგურისთვის მინიჭებული სიხშირის გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილი (№ UMS–50/0393; 04.03.03.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურისთვის NALCHIK – 100.7 MHz  მინიჭებული სამუშაო სიხშირის გამოყენების შესახებ.

            წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის რადიოგადამცემი სადგური არ ქმნის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი რადიოსადგურებისთვის.

             „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა  :

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურისთვის NALCHIK–100.7 MHz მინიჭებული სიხშირის  გამოყენებაზე (№ UMS–50/0393; 04.03.03. წერილის   დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2.  შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურის შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ.  7ა) 6 თვის ვადაში;  

4.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).

            კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები