გადაწყვეტილება N 135 შპს “ ჯი ბი ეს ”- ისთვის რეტრანსლატორის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2003
მიღების თარიღი მარტი 21, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ჯი ბი ეს”-მა (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 21 მარტის N 06/4-652 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N A-019, 17.02.03) რეტრანსლატორის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ. შპს „ჯი ბი ეს”-ს კომისიის გადაწყვეტილებით (N 133/13; 28.03.03) მინიჭებული აქვს სიხშირეები, რომლებიც გამოყენებული უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან რადიოკავშირისთვის, შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „ჯი ბი ეს”-ს რეტრანსლატორის გამოყენებაზე თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით;
2. უზრუნველყოს შპს „ჯი ბი ეს”-მა რეტრანსლატორის გამოყენებისთვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ნებართვების მიღება;
3. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2003 წლის 28 მარტის № გადაწყვეტილების
დანართი
რეტრანსლატორის ტექნიკური მახასიათებლები:
