გადაწყვეტილება N 136 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 28, 2003
მიღების თარიღი მარტი 28, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა კომისიას მიმართა განცხადებით (N 200, 25.03.03) წარმოდგენილი დანართის შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების (ჯავშანტექნიკის და სატარებელი რადიოსადგურები) შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე მაღალსიხშირული მოწყობილობები დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;
2. უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბმა აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი , რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
