გადაწყვეტილება N 148 სომხეთის რესპუბლიკის მიწისზედა თანამგზავრული სადგურისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 04, 2003
მიღების თარიღი აპრილი 04, 2003
წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, სომხეთის რესპუბლიკის სათანამგზავრო სამსახურის სადგური არ ქმნის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რეკომენდაციებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ფიქსირებული და სათანამგზავრო სამსახურების სადგურებისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამგადაწყვიტა:
1. მიეცეს თანხმობა სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიწისზედა თანამგზავრული სადგურისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (№ 1-7/19 14.03.03 წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარდგენილი სადგურის შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
