გადაწყვეტილება N 152 2003 წლის N 16 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 11, 2003
მიღების თარიღი აპრილი 11, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2003 წლის N 16 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
2003 წლის 11 აპრილის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) N 16 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის მე-2 საკითხთან (ს/ს „ინფოკომი”-სთვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ) დაკავშირებით დამატებითი მასალების მოძიების, მათი შემდგომი გაანალიზებისა და შეჯერების მიზნით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადაიდოს N 16 სხდომის დღის წესრიგის მე-2 საკითხი (ს/ს „ინფოკომი”-სთვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ) დამატებითი მასალების მოძიებასა და წარმოდგენამდე.
2. დამტკიცდეს კომისიის N 16 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი ცვლილების გათვალისწინებით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საქმეთა მმართველს ( ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე: ვ. აბაშიძე
