წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 154 სომხეთის რესპუბლიკის მიწისზედა თანამგზავრული სადგურისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 154 / 14

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 11, 2003

მიღების თარიღი აპრილი 11, 2003

სომხეთის რესპუბლიკის მიწისზედა თანამგზავრული სადგურისთვის  მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს  წერილი (№ 1-7/21; 19.03.03) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით სომხეთის რესპუბლიკის მიწისზედა თანამგზავრული სადგურისთვის KORNET-ARMENIA, (რომელიც იგეგმება INTELSAT7 57E სათანამგზავრო ქსელში) მინიჭებული სამუშაო სიხშირეების გამოყენების შესახებ. მიწისზედა თანამგზავრული სადგური სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არის განთავსებული და 10 გგჰც, 14 გგჰც სიხშირულ დიაპაზონებში ფუნქციონირებს. წარმოდგენილი ფორმის (ApS4/III) შესაბამისად, მიწისზედა თანამგზავრული სადგურის გამოყენება კორესპონდენციების გადასაცემად არის განსაზღვრული.

            თანდართული ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, სომხეთის რესპუბლიკის სათანამგზავრო სამსახურის სადგური არ ქმნის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ფიქსირებული და სათანამგზავრო სამსახურების სადგურებისთვის.

             „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიწისზედა თანამგზავრული სადგურისთვის KORNET_ARMENIA მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (№ 1-7/21 19.03.03 წერილის დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარდგენილი სადგურის შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ.  7ა) 6 თვის ვადაში;  

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები