გადაწყვეტილება N 187 შპს “ მზესთვის ” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 02, 2003
მიღების თარიღი მაისი 02, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „მზემ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 17 სექტემბრის N 5ა/4-3093 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებებით (N 40/2003, 30.04.03 და N 41/2003, 30.04.03) წარმოდგენილი დოკუმენტაციების (N 20078/SO; 23.04.03 და N 1170299; 25.04.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების (მობილური რადიოსადგურები) შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. შპს „მზე” ფირმა „მოტოროლას” ავტორიზირებული დისტრიბუტორია და საქართველოში შემოაქვს მაღალსიხშირული მოწყობილობები მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „მზეს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციებით (N 20078/SO; 23.04.03 და N 1170299; 25.04.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. უზრუნველყოს შპს „მზემ” კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების რეალიზაციის შესახებ ორგანიზაციის, აპარატურის ტიპისა და საქარხნო ნომრების მითითებით;
3. აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
