წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 188 შპს " სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 "- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლუატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 188 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 02, 2003

მიღების თარიღი მაისი 02, 2003

შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლუატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს  „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-მა კომისიას მიმართა განცხადებით (31.03.2003) მოძრავი სატელევიზიო სადგურის ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ. შპს  „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2” ლიცენზიის (N 908, 07.04.1999) პირობების შესაბამისდ აწარმოებს ტელეპროგრამების ტრანსლირებას ქ. თბილისში მე-12 სატელევიზიო არხზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.

      „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ   

გადაწყვიტა:

1. მიეცეს ნებართვა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ს მოძრავი სატელევიზიო სადგურის ექსპლოატაციაზე.

2. უზრუნველყოს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-მა მოქმედი  კანონმდებლობით  გათვალისწინებული   სხვა ნებართვების მიღება;

 3.  შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

4. გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  თბილისის საოლქო           სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;       

5. კონტროლი აღნიშნული   გადაწყვეტილების შესრულებაზე    დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ.ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები