წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 189 შპს “ ინფოტელი ”- სათვის ISPC კოდის მინიჭების შესახებ

ნომერი: 189 / 15

გამოქვეყნების თარიღი მაისი 02, 2003

მიღების თარიღი მაისი 02, 2003

  შპს „ინფოტელი”-სათვის ISPC კოდის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „ინფოტელმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (#1-04,03.04.2003), მისთვის ISPC (საერთაშორისო სიგნალის კოდი) კოდის მინიჭების შესახებ.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს „ინფოტელი„ ფლობს N 728 ლიცენზიას საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე. ამასთან, ISPC (საერთაშორისო სიგნალის კოდი) კოდს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU–T) რეკომენდაციის თანახმად, ანიჭებს სახელმწიფო და რეგისტრაციაში ატარებს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებაში (ITU).

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU–T) რეკომენდაციის თანახმად კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                  მიენიჭოს შ.პ.ს. „ინფოტელს” ISPC (საერთაშორისო სიგნალის კოდი) კოდი – 2-213-4;

2.                  ეთხოვოს ITU-ს რეგისტრაციაში გაატაროს შ.პ.ს. „ინფოტელი”-სათვის მინიჭებული ISPC კოდი.

3.                  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო                სასამართლოში  (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

4.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები