გადაწყვეტილება N 190 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის N 20 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2003
მიღების თარიღი მაისი 16, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2003 წლის N 20 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ ა/წლის 2 მაისის კომისიის ზეპირი მოსმენის N 7 სხდომაზე მიღბული გადაწყვეტილების შესაბამისად დაინტერესებულ მხარეებს (აბონენტ ე. თოდუასა და ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირს”) მიეცეთ 1 (ერთი) კვირიანი ვადა მორიგების წარმოსადგენად.
კომისია აღნიშნავს, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურის განმარტებით ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირში” უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სპეციალური სხდომის ჩატარება, რომელზედაც ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირის” ხელმძღვანელობა აპირებს მიიღოს პრინციპული გადაწყვეტილება, რაც მოხსნის არა მხოლოდ აბონენტ ე. თოდუას, არამედ ყველა მსგავსი პრობლემის გადაწყვეტით დაინტერესებული აბონენტის საკითხს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე N 20 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის 29-ე საკითხის (სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და აბონენტ ე. თოდუას შორის დავის განხილვის შესახებ) თაობაზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადაიდოს N 20 სხდომის დღის წესრიგის 29-ე საკითხი (სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და აბონენტ ე. თოდუას შორის დავის განხილვის შესახებ) დაინტერესებულ მხარეთა მიერ მორიგების ტექსტის წარმოდგენამდე.
2. დამტკიცდეს კომისიის N 20 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი ცვლილების გათვალისწინებით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საქმეთა მმართველს ( ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
