წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 191 შპს “მაგთიკომისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 191 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2003

მიღების თარიღი მაისი 16, 2003

შპს „მაგთიკომისთვის”  მაღალსიხშირული მოწყობილობების  საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 12 თებერვლის N 5/4-385 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 615; 05.05.03) წარმოდგენილი ჩამონათვალის შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (GSM სისტემის საბაზო სადგურების შემადგენელი კვანძები) გამოყენებული უნდა იყოს ფიჭური კავშირგაბმულობის  ქსელში.

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა შპს „მაგთიკომს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე   გადაწყვეტილების დანართში აღნიშნული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.      აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

4.       გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

           

                 კომისიის თავმჯდომარე                                               ვ.აბაშიძე

                                          

                                          

       საქართველოს   კომუნიკაციების  ეროვნული

                   კომისიის 2003 წლის 16 მაისის  N      გადაწყვეტილების

                                                                                                დანართი

                        კომპანია                                                        „MOTOROLA” (აშშ)

                        დასახელება                                                    GSM სადგურები

                        ტიპი, რაოდენობა                                           Horizon 4/2(900) – 12 ცალი

                                                                                                Horizon 3/3/3(900) – 10 ცალი

                                                                                                Horizon Micro (1800) – 10 ცალი

Horizon 4/2(1800) – 10 ცალი

Horizon 3/3(900) – 2 ცალი

Horizon Micro (900) – 8 ცალი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები