წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 193 კომპანია “სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 193 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2003

მიღების თარიღი მაისი 16, 2003

კომპანია „სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედისთვის”  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომპანია „სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედმა”   (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 26 დეკემბრის N 5/8-195 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებებით (N SPPT-STA-PIP-L-0032, 01.05.03; N SPPT-GEN-0172a, 07.05.03 და N SPPT-GEN-0179a, 13.05.03.) წარმოდგენილი ჩამონათვალის და დოკუმენტაციების (N DIV3159/2145; 30.04.03; N DIV3243/2145, 06.05.03; N DIV3245/2145, 06.05.03. და                 N DIV3246/2145, 06.05.03.) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. კომპანია საქართველოში ახორციელებს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის (საინჟინრო მომსახურების შესყიდვისა და მშენებლობის შესახებ) შესაბამისად სახმელეთო ნავთობსადენის უზრუნველყოფას, დამონტაჟებას და მართვას. მაღალსიხშირული მოწყობილობები (რიპიტერები და სატარებელი რაციები) გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელში ფუნქციონირებისთვის.

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა კომპანია „სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედს”   შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ჩამონათვალით და დოკუმენტაციებით                           (N DIV3159/2145; 30.04.03; N DIV3143/2145, 06.05.03; N DIV3145/2145, 06.05.03. და                        N DIV3143/214, 06.05.03.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს კომპანია „სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედმა”   აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე  ნებართვის მისაღებად;

3.      აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

                 კომისიის თავმჯდომარე                                                  ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები