წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 207 შპს “ორბი“-სათვის საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 207 / 1

გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2003

მიღების თარიღი მაისი 16, 2003

შპს „ორბი„-სათვის საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „ორბმა„ (რეგისტრირებული ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოში 2003 წლის 16 სექტემბერს (რეგისტრაციის # 10/5/ბ-41) კომისიას მიმართა განცხადებით (14.03.2003), საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ 2003 წლის 2 მაისს მოხდა საკითხის ზეპირი მოსმენა, სადაც აღინიშნა, რომ შპს „ორბი”-ს ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობსათან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.

 „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ.„ ქვეპუნქტისა და 453-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ლიცენზია შპს „ორბს” საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):

2.      ლიცენზიის სახე:         ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის საგანი: საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობა MMDS სისტემის    გამოყენებით ქ. ფოთში.

  • შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში.
  • შპს „ორბმა” უზრუნველყოს საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
  • შპს „ორბმა„ უზრუნველყოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისათვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა.
  • 6.      დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

  • გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
  • კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ /ე.ასანიძე/ სამსახურს.
  • კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ. აბაშიძე                                                      

    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები