წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 209 შპს „აღორძინებისათვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 209 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2003

მიღების თარიღი მაისი 16, 2003

შპს „აღორძინებისათვის„ სიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „აღორძინებამ „ კომისიას მიმართა განცხადებით (07.03.2003), მიკროტალღოვანი ინტეგრირებული ტელერადიო საინფორმაციო სისტემის („მიტრისი„) გამოყენებით საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურების განსახორციელებლად სამუშაო სიხშირეების გამოყოფის შესახებ.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს „აღორძინების„ მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულია სამუშაო სიხშირეები: 11.7 გგჰც – 12.2 გგჰც, რომელიც საჭიროა ზემოაღნიშნული ქსელის მოწყობისათვის.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

 

 გადაწყვიტა:

1.        მიენიჭოს შპს „აღორძინებას„ 11.7 გგჰც – 12.2 გგჰც სიხშირული ზოლი შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებისათვის;

2.       აღირიცხოს შპს „აღორძინებისთვის” მინიჭებული სამუშაო სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

3.       კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „აღორძინებისათვის„ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო                სასამართლოში  (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                               ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები