გადაწყვეტილება N 210 შპს „მადისათვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2003
მიღების თარიღი მაისი 16, 2003
შპს მადისათვის„ სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „ორბმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (03.04.2003), მიკროტალღოვანი ინტეგრირებული ტელერადიო საინფორმაციო სისტემის (მიტრისი„) გამოყენებით საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურების განსახორციელებლად სამუშაო სიხშირეების გამოყოფის შესახებ.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს ორბის„ მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულია სამუშაო სიხშირეები: 11.5 გგჰც 13.25 გგჰც, რომელიც საჭიროა ზემოაღნიშნული ქსელის მოწყობისათვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს მადს„ 11.5 გგჰც 13.25 გგჰც სიხშირული ზოლი შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებისათვის;
2. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს მადისათვის„ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
