გადაწყვეტილება N 211 შპს „ორბისათვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2003
მიღების თარიღი მაისი 16, 2003
შპს ორბისათვის„ სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „ორბმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (14.03.2003) MMDS სისტემის გამოყენებით საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს ორბის„ მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულია სამუშაო სიხშირეები: 2564 მგჰც-დან 2612 მგჰც-მდე, 2636 მგჰც-დან 2692 მგჰც-მდე, რომელიც საჭიროა MMDS სისტემის გამოყენებით ქ. ფოთში საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელის მოწყობისათვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ორბს„ 2564 მგჰც-დან 2612 მგჰც-მდე, 2636 მგჰც-დან 2692 მგჰც-მდე სიხშირული ზოლი შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებისათვის;
2. აღირიცხოს შპს „ორბისათვის” მინიჭებული სამუშაო სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ორბისათვის„ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
