წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 212 შპს „ეგრისისათვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 212 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2003

მიღების თარიღი მაისი 16, 2003

შპს „ეგრისისათვის„ სიხშირეების

მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „ეგრისმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (14.03.2003) MMDS სისტემის გამოყენებით საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით  მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს „ეგრისის„ მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულია სამუშაო სიხშირეები: 2500 მგჰც-დან 2564 მგჰც-მდე, 2612 მგჰც-დან 2636 მგჰც-მდე, რომელიც საჭიროა MMDS სისტემის გამოყენებით ქ. ფოთში საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელის მოწყობისათვის.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

 

 გადაწყვიტა:

1.        მიენიჭოს შპს „ეგრისს„ 2500 მგჰც-დან 2564 მგჰც-მდე, 2612 მგჰც-დან 2636 მგჰც-მდე სიხშირული ზოლი შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებისათვის;

2.       აღირიცხოს შპს „ეგრისისათვის„ მინიჭებული სამუშაო სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

3.       კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ეგრისისათვის„ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო                სასამართლოში  (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს  (მ. გოთოშია). 

კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები