წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 213 შპს “სანდოსთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 213 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2003

მიღების თარიღი მაისი 16, 2003

შპს „სანდოსთვის” სიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „სანდომ„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 თებერვლის N 2/4-2395 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 08/12/232; 10.04.03) ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს „სანდოს„ საქმიანობის საგანს, დებულების თანახმად, წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობისა და იურიდიული პირების მოთხოვნათა დაკმაყოფილება ტურიზმის სფეროში. სიხშირეები განსაზღვრულია და გამოყენებული უნდა  იყოს ქ. თბილისში საზოგადოების ობიექტებს, ასევე მის წევრებს შორის რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით,.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   მიენიჭოს შპს „სანდოს” 152.325 მგჰც და 160.925 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით;

2.    აღირიცხოს შპს „სანდოსთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

3.   უზრუნველყოს შპს „სანდომ” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა     მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

4.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „სანდოსთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

6.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს   (თ. ძაგნიძე). 

                        კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები