წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 214 სააქციო საზოგადოება “თიბისი ბანკისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 214 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2003

მიღების თარიღი მაისი 16, 2003

სააქციო საზოგადოება „თიბისი ბანკისთვის”

სიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ სს „თიბისი ბანკმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (N 241/106-00; 01.05.03) ქ. თბილისში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები განსაზღვრულია და გამოყენებული უნდა  იყოს ქ. თბილისში საზოგადოების ობიექტებს, ასევე მის წევრებს შორის რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით,.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.            მიენიჭოს სს „თიბისი ბანკს„ 405.075 მგჰც და 411.175 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით;

2.             აღირიცხოს სს „თიბისი ბანკისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

3.            უზრუნველყოს სს „თიბისი ბანკმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა     მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

4.            კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს „თიბისი ბანკისთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

6.            კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს   (თ. ძაგნიძე). 

                     კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები