გადაწყვეტილება N 215 შპს “შევარდენისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2003
მიღების თარიღი მაისი 16, 2003
შპს „შევარდენისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „შევარდენმა„ (რეგისტრირებული ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 25 მარტის N 10/5/ბ-11 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 01) ქ. ფოთში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს „შევარდენის„ საქმიანობის საგანს, დებულების თანახმად, წარმოადგენს იურიდიული და ფიზიკური პირების უსაფრთხოების ორგანიზაცია და დაცვა. დებულებით განსაზღვრულია სახელმწიფო, მუნიციპალური, საზოგადოებრივი და კერძო ქონების დაცვის უზრუნველყოფა ტექნიკური და ფიზიკური საშუალებების გამოყენებით. სიხშირეები განსაზღვრულია და გამოყენებული უნდა იყოს ქ. ფოთში საზოგადოების ობიექტებს, ასევე მის წევრებს შორის რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით,.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „შევარდენს” 161.325 მგჰც და 166.875 მგჰც სიხშირეები ქ. ფოთში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით;
2. აღირიცხოს შპს „შევარდენისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
3. უზრუნველყოს შპს „შევარდენმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „შევარდენისთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
