წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 218 შპს “ულტრაკომუნიკაციები”-სთვის გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ

ნომერი: 218 / 10

გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2003

მიღების თარიღი მაისი 16, 2003

შპს „ულტრაკომუნიკაციები”-სთვის გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ  შპს „ულტრაკომუნიკაციები” ითხოვს (წერილი N025, 21.05.2003წ.) ვადის აღდგენას სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის მიზნით.

კომისიის 2002 წლის 29 ნოემბრის # 473 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად. კონკურსის პირობების შესაბამისად, განცხადებების მიღების ვადად განისაზღვრა 2003 წლის 19 მაისის 1700 საათი.

გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის საფუძველზე, ლიცენზიის მაძიებლის განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია უნდა შეესაბამებოდეს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ”  საქართველოს კანონით 362 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ულტრაკომუნიკაციებმა” განცხადება კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობის შესახებ კომისიაში შემოიტანა 2003 წლის 19 მაისს. განცხადებას არ ერთვის თან სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამის თაობაზე განცხადების ჩაბარების მომენტისათვის კომისიის მხრიდან განმარტებას ადგილი არ ჰქონია. განმარტების შემთხვევაში, შპს „ულტრა კომუნიკაციებს” ჰქონდა შესაძლებლობა წარმოედგინა დოკუმენტაცია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონისა და კომისიის 2002 წლის 29 ნოემბრის N 473 გადაწყვეტილების შესაბამისად. განმარტების არარსებობის გამო შპს „ულტრაკომუნიკაციებმა” გაუშვა განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის და კომისიის გადაწყვეტილების მოთხოვნის შესაბამისად წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 94-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ”  საქართველოს კანონის 362 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                  აღუდგეს შპს „ულტრაკომუნიკაციებს” გაშვებული ვადა;

2.                  სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის ვადად განისაზღვროს 2003 წლის 22 მაისის 1700 საათი;

 

3.                  დაევალოს კომისიის აპარატის საქმეთა მმართველობას, ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო განცხადების კანონმდებლობასთან და კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით უზრუნველყოს კომისიის აპარატის შესაბამის სამსახურებთან განცხადების რეგისტრაციამდე შეთანხმება;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საქმეთა მმართველობას (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე:                                                      ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები