წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 219 8-60 (რვა-ექვსი-ნული) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 219 / 10

გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2003

მიღების თარიღი მაისი 16, 2003

8-60 (რვა-ექვსი-ნული) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციულ კონკურსში

გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ 2002 წლის 29 ნოემბერს კომისიის N473 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი 8-61 (რვა-ექვსი-ერთი) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად. ამასთან, ნუმერაციის რესურსის მიმზიდველობის გაზრდის მიზნით, კომისიას მიმართა რამდენიმე კომპანიამ კომისიის N473 გადაწყვეტილებაში მითითებული საერთაშორისო კოდის  8-61 კოდით 8-60 შეცვლის თაობაზე. მოთხოვნის გათვალისწინებით, კომისიის 2003 წლის 24 იანვრის N34 გადაწყვეტილებით 8-61 კოდი შეიცვალა კოდით 8-60. ინფორმაცია კონკურსის გამოცხადებისა და კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნდა.

 კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი წარმოადგინეს შ.პ.ს.”მაკროკომმა”, შ.პ.ს. „ჯეონეთმა„ და შ.პ.ს. ”ულტრა კომუნიკაციებმა”, მათ მიერ წარმოდგენილი განაცხადები და დოკუმენტაცია შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

8-60 (რვა-ექვსი-ნული) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა დაფიქსირდა 24160 ლარის, საკონკურსო ბიჯი - 1000 ლარის ოდენობით. კონკურსის მსვლელობისას სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა გაიზარდა 41 000 ლარამდე, რის შემდეგაც შპს „მაკროკომის„ წარმომადგენელმა (ნ. ესაკია) უარი განაცხადა კონკურსში მონაწილეობის გაგრძელებაზე. დარჩენილი ორი მონაწილე თანმიმდევრობით ზრდიდნენ თანხას, კონკურსი შეწყდა მას შემდეგ, რაც შპს „ჯეონეთის„ წარმომადგენელმა (ა. ქევხიშვილი) დააფიქსირა 85 000 ლარი და შპს ”ულტრა კომუნიკაციების„ წამომადგენელმა (გ. ჩლაიძე) უარი განაცხადა კონკურსში მონაწილეობის გაგრძელებაზე. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362 მუხლის პირველი და მეთხუთმეტე პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. 8-60 (რვა-ექვსი-ნული) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კომერციულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „ჯეონეთი”, რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 85 000 (ოთხმოცდახუთი ათასი) ლარი.

2. ა) სალიცენზიო გადასახდელის 20%-ი ანუ 17 000 (ჩვიდმეტი ათასი) ლარი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის 2 416 (ორიათას ოთხას თექვსნეტი) ლარის გამოკლებით მიიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე მ/წ 23 ივნისამდე:

- ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი „თი-ბი-სი ბანკი”;

- ა/ანგარიში: N609326;

- კოდი: N220101830;

- საიდენტიფიკაციო კოდი N204953050.

ბ) სალიცენზიო გადასახდელის 10 % ანუ 8 500 (რვაათას ხუთასი) ლარი მიიმართოს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე მ/წ 23 ივნისამდე:

- ბანკი: საქართველოს ეროვნული ბანკი;

- ა/ანგარიში: სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის სპეცანგარიში N000141107;

- სახაზინო ქვეანგარიში: N 8001;

-         კოდი: N220101107.

3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის ანუ 59 500 (ორმოცდაცხრამეტიათას ხუთასი) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით.

4. დაევალოს კომისიის აპარატის საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანს (გ.რატიშვილი) კომერციული კონკურსის შედეგების საინფორმაციო უზრუნველყოფა.

5. კომისიის აპარატის საქმეთა მმართველმა (ი.ხარებავა) უზრუნველყოს კონკურსისს ყველა მონაწილისათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა.

6. დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ სამსახურს (მ.გოთოშია) მ/წლის 4 ივლისს კომისიის სხდომაზე წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი შპს „ჯეონეთისათვის” 8-60 (რვა-ექვსი-ნული) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ.

7. გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ. თბილისის საოლქო                სასამართლოში  (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ კომისიის აპარატის იურიდიულ (ე. ასანიძე) სამსახურს.

  კომისიის თავმჯდომარე                             ვ. აბაშიძე

           

           

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები