წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 220 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის N 23 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 220 / 17

გამოქვეყნების თარიღი მაისი 23, 2003

მიღების თარიღი მაისი 23, 2003

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2003 წლის N 23 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

  

2003 წლის 23 მაისის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) N 23 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის მე-2 საკითხზე (შპს „ა+ბ”-ს N 733 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ) ა/წლის 16 მაისს ჩატარებული ზეპირი მოსმენის N 8 სხდომის ოქმის თანახმად განსაზღვრული, შპს "ა+ბ"-ს მიერ რეგულირების საფასურის გაანგარიშებების სრულად წარმოუდგენლობის მიზეზით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 

გადაწყვიტა:

 

1. ამოღებულ იქნეს N 23 სხდომის დღის წესრიგიდან მე-2 საკითხი (შპს „ა+ბ”-ს N 733 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ) შპს "ა+ბ"-ს მიერ რეგულირების საფასურის გაანგარიშებების სრულად წარმოუდგენლობის მიზეზით.

2. დამტკიცდეს კომისიის N 23 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი ცვლილების გათვალისწინებით.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში              (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საქმეთა მმართველს ( ი. ხარებავა).

                       

კომისიის თავმჯდომარე:                                                      ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები