გადაწყვეტილება N 221 საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 23, 2003
მიღების თარიღი მაისი 23, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ კომისიას მიმართა განცხადებით (N 04/1170; 14.05.03) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 001/03; 29.02.03.) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის გაცემის თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (რადიოსარელეო ხაზის შემადგენელი ნაწილები) გამოყენებული უნდა იყოს ქ. თბილისში ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს საოფისე შენობებში (რუსთაველის გამზ N 12 და ყაზბეგის გამზ. N 12) განლაგებული ლოკალური კომპიუტერული ქსელების ერთმანეთთან დასაკავშირებლად რადიო-მოდემების საშუალებით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 001/03; 29.02.03.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.უზრუნველყოს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
