გადაწყვეტილება N 222 შპს “ლოგოსისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 23, 2003
მიღების თარიღი მაისი 23, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ლოგოსმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1996 წლის 10 სექტემბრის N 5ა/4-694 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 08.05.03) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 393009, 06.05.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. შპს ლოგოსის„ საქმიანობის საგანია კომპიუტერული ტექნიკით, პერიფერიებით, მაკომპლექტირებელი დეტალებით და აქსესუარებით ვაჭრობა; კომპიუტერული პროგრამების დამუშავება, ადაპტირება და რეალიზაცია. მაღალსიხშირული მოწყობილობების (თანამგზავრული ინტერნეტ კავშირის სისტემა) საქართველოში შემოტანა ხდება მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით და გამოყენებული უნდა იყოს ინტერნეტ კავშირის მოწყობისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „ლოგოსს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 393009, 06.05.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. უზრუნველყოს შპს „ლოგოსმა” კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების რეალიზაციის შესახებ ორგანიზაციის, აპარატურის ტიპისა და საქარხნო ნომრების მითითებით;
3. აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
