წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 224 ს.ს. “ინფოკომი”-სათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 224 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 23, 2003

მიღების თარიღი მაისი 23, 2003

ს.ს. „ინფოკომი”-სათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ სს „ინფოკომმა„ კომისიას მიმართა განცხადებებით (# 36-78 24/03/2003 და # 36-79 24/03/2003) მისთვის მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურების განსახორციელებლად თავისუფალი ნუმერაციის რესურსის გამოყოფისა და სატელეგრაფო მონაცემთა გადაცემის განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსის გამოყენების შესახებ.

სს „ინფოკომი„ ფლობს N 921 ლიცენზიას მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე. ამასთან, სს „ინფოკომი„ ახორციელებს დეპეშების მიღებას ტელეფონის მეშვეობით. აღნიშნულ მომსახურებას სს „ინფოკომი„ ახორციელებს წლების განმავლობაში, რისთვისაც იყენებს ნუმერაციის რესურსს „06„-ს. ნუმერაციის რესურსის გამოყენების არსებულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კომპანიამ მიმართა კომისიას განცხადებით მისთვის სატელეგრაფო მონაცემთა გადაცემის განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსის  06-ის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.

2003 წლის 11 აპრილს კომისიის სხდომის დღის წესრიგში განსახილველად   შეტანილი იყო ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის საკითხი, მაგრამ გადადებული იქნა დამატებითი შესწავლის მიზნით.  მოძიებული მასალები ადასტურებს, რომ  ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, სატელეგრაფო მომსახურების განსახორციელებლად ტრადიციულად გამოიყენებოდა და დღესაც გამოიყენება ნუმერაციის რესურსი „06„. ამჟამად, საქართველოს ტერიტორიაზე სატელეგრაფო მონაცემთა გადაცემის მომსახურებას „06„ ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს სს „ინფოკომი„, როგორც სატელეგრაფო მონაცემთა გადაცემით მომსახურების სფეროში სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ სამართალმემკვიდრე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას შესაძლებელად მიაჩნია ნუმერაციის ახალ სისტემაზე გადასვლამდე სს „ინფოკომს„ სატელეგრაფო მომსახურების განსახორციელებლად მიეცეს ნუმერაციის რესურსის (06) გამოყენების ნებართვა, ხოლო მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურების განსახორციელებლად გამოეყოს თავისუფალი ნუმერაციის რესურსი 8-051.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                  მიეცეს ნებართვა სს „ინფოკომს” სატელეგრაფო მონაცემთა გადაცემის ქსელით მომსახურების განსახორციელებლად გამოიყენოს ნუმერაციის რესურსი 06;

2.                  მიეცეს ნებართვა სს „ინფოკომს” მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურების განსახორციელებლად ისარგებლოს ნუმერაციის რესურსით 8-051;

3.                  კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილება-დამატებების შეტანის შემთხვევაში ნუმერაციის რესურსის გამოყენების საკითხი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში უნდა იქნას მოყვანილი.

4.                  გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ. თბილისის საოლქო                სასამართლოში  (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).

            კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები