წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 235 შპს “ჩოხატაურის მაცნესთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 235 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 30, 2003

მიღების თარიღი მაისი 30, 2003

შპს „ჩოხატაურის მაცნესთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს  „ჩოხატაურის მაცნემ” (რეგისტრირებული ქ. ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 18 ივნისის N 63/4-33 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (19.03.03.) მაღალსიხშირული მოწყობილობის (სატელიტური ინტერნეტ-კავშირის აპარატურა) გამოყენებაზე  ნებართვის გაცემის შესახებ. მაღალსიხშირული მოწყობილობა (მითითებული ჩამონათვალის მიხედვით) განსაზღვრულია ინტერნეტ-კავშირის სისტემებისთვის გამოყოფილ სიხშირულ დიაპაზონში (10.95-11.7 გგჰც)  ფუნქციონირებისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიურ დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით სარგებლობისთვის.

         „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის   49-ე მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ   

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა შპს „ჩოხატაურის მაცნეს” მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;

2.      უზრუნველყოს შპს „ჩოხატაურის მაცნემ” მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებისთვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;

3.      შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;        

5.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ.ძაგნიძე).

      კომისიის  თავმჯდომარე                                                            ვ. აბაშიძე

                                                                                                                       

                                                            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული            კომისიის  

მ/წ 30 მაისის N                              გადაწყვეტილების

                                                                                                                       

                                                            დანართი                                                                   

1.       მაღალსიხშირული მოწყობილობის (სატელიტური ინტერნეტ-კავშირის აპარატურა) განთვსების ადგილი: ქ. ჩოხატაური, დუმბაძის ქ. 25.

2.       მაღალსიხშირული მოწყობილობის (სატელიტური ინტერნეტ-კავშირის აპარატურა) სიხშირული დიაპაზონი: 10.95-11.7 გგჰც.

3.       მაღალსიხშირული მოწყობილობის (სატელიტური ინტერნეტ-კავშირის აპარატურა) გამოსავალი სიმძლავრე: 1 ვტ.

. შპს „ჩოხატაურის მაცნეს” საქმიანობის საგანია გაზეთის გამოცემა, მონაწილეობა წიგნების გამოცემასა, ჟურნალ-გაზეთების გამოცემასა და რეალიზაციაში.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები