გადაწყვეტილება N 238 შპს "ტექნო-მედიისთვის" მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლუატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 30, 2003
მიღების თარიღი მაისი 30, 2003
შპს "ტექნო-მედიისთვის" მაღალსიხშირული მოწყობილობების
ექსპლუატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ტექნო-მედიამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 27 დეკემბრის N 2/4-3018 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 79; 30.04.03.) მაღალსიხშირული მოწყობილობის (სატელევიზიო გადამცემი) ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ. განცხადებას თან ერთვის სატელევიზიო გადამცემი ანტენებით გასხივებული ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის და სანიტარული დაცვითი ზონების გათვლის პროექტები.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „ტექნო-მედიას” მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლუატაციაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის და შესაბამისი პროექტების მიხედვით;
2. უზრუნველყოს შპს „ტექნო-მედიამ” მაღალსიხშირული მოწყობილობის ექსპლუატაციაზე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;
3. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
მ/წ 30 მაისის N გადაწყვეტილების
დანართი
|
# |
სატელევიზიო არხი და გადამცემის სიმძლავრე (კვტ) |
რეგიონი |
განთავსების ადგილი |
|
1 |
30-ე დეციმეტრული არხი 2 კვტ |
ქ. თბილისი |
ქ.თბილისის სატელევიზიო ანძა |
|
2 |
27-ე დეციმეტრული არხი 0.5 კვტ |
ქ. ბათუმი |
ქ. ბათუმის სატელევიზიო ანძა |
|
3 |
33-ე დეციმეტრული არხი 5.0 კვტ |
ქ. ქუთაისი |
ქ. ქუთაისის სატელევიზიო ანძა |
|
4 |
22-ე დეციმეტრული არხი 1.0 კვტ |
ქ. გორი |
ქ. გორის სატელევიზიო ანძა |
|
5 |
41-ე დეციმეტრული არხი 0.5 კვტ |
ქ. ზუგდიდი |
ქ. ზუგდიდის სატელევიზიო ანძა |
|
6 |
25-ე დეციმეტრული არხი 1.0 კვტ |
ქ. ფოთი |
ქ. ფოთის სატელევიზიო ანძა |
|
7 |
23-ე დეციმეტრული არხი 0.2 კვტ |
ქ. ოზურგეთი |
ქ. ოზურგეთის სატელევიზიო ანძა |
|
8 |
39-ე დეციმეტრული არხი 0.2 კვტ |
ქ. ზესტაფონი |
ალავერდის სატელევიზიო ანძა |
|
9 |
33-ე დეციმეტრული არხი 1.0 კვტ |
ქ. ყვარელი |
ქ. ყვარელის სატელევიზიო ანძა |
|
10 |
27-ე დეციმეტრული არხი 0.5 კვტ |
ქ. ახალქალაქი |
ქ. ახალქალაქის სატელევიზიო ანძა |
|
11 |
21-ე დეციმეტრული არხი 0.5 კვტ |
ქ. მარნეული |
ქ. მარნეულის სატელევიზიო ანძა |
|
12 |
43-ე დეციმეტრული არხი 1.0 კვტ |
ქ. თელავი |
ქ. თელავის სატელევიზიო ანძა |
