წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 239 შპს “საქართველოს თრანქული სისტემისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლუატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 239 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 30, 2003

მიღების თარიღი მაისი 30, 2003

შპს „საქართველოს თრანქული სისტემისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების  ექსპლუატაციაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს თრანქულმა სისტემამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1997 წლის 24 ოქტომბრის N 5ა/4-1395 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 32”a”, 06.05.03) რადიოგადამცემი სატარებელი სადგურების ექსპლოატაციაზე ნებართვის მიღების შესახებ. შპს „საქართველოს თრანქული სისტემა” ლიცენზის (N 703, 04.08.1998) პირობების შესაბამისად აწარმოებს თრანქული სატელეფონო ქსელით მომსახურებას საქართველოს ტერიტორიაზე, გავლილი აქვს ხელახალი რეგისტრაცია და შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში. 

         „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.     მიეცეს ნებართვა შპს „საქართველოს თრანქულ სისტემას” რადიოგადამცემი სატარებელი სადგურების ექსპლუატაციაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;

2.    უზრუნველყოს შპს „საქართველოს თრანქულმა სისტემამ” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;

3.    შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;

5.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ.ძაგნიძე).

      კომისიის  თავმჯდომარე                                                            ვ. აბაშიძე

                       

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული            კომისიის

მ/წ 30 მაისის N                             გადაწყვეტილების           

 დანართი

შპს „ინტერსექურითი-ჯორჯია„

1.   GP-680 749TBE 5787

2.   GP-680 749TBEB  187

შპს „მზე„

     

                                                               

                                                                                       

      

                                   

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები