გადაწყვეტილება N 240 საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 30, 2003
მიღების თარიღი მაისი 30, 2003
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსთვის
სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ კომისიას მიმართა განცხადებით (N 04/973, 15.04.03.) ქ. თბილისში სამინისტროს ორ საოფისე შენობაში (რუსთაველის გამზ. N 12 და ყაზბეგის გამზ. N 12) განთავსებული ლოკალური კომპიუტერული ქსელების რადიომოდემების საშუალებით დასაკავშირებლად ორი რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების თაობაზე. რადიოსარელეო სიხშირეები გათვალისწინებულია მთაწმინდის ანძაზე განთავსებული რეტრანსლატორის საშუალებით რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ:
გადაწყვიტა
1. მიენიჭოს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს 5742.20 მგჰც და 5808.60 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით;
2. აღირიცხოს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
3. უზრუნველყოს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
