გადაწყვეტილება N 242 შპს “ძველი ქალაქისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 30, 2003
მიღების თარიღი მაისი 30, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ძველმა ქალაქმა” (რეგისტრირებული ქ. ქუთაისის სასამართლოს 1995 წლის 14 ივლისის N 12/4-23 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 21-2003, 14.04.03) რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს „ძველი ქალაქი”, ლიცენზიის (N 1117, 13.09.1999) პირობების შესაბამისად, აწარმოებს რადიოპროგრამების ტრანსლირებას ქ. ქუთაისში 107.9 მგჰც სიხშირეზე, 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით. რადიოსარელეო სიხშირე განსაზღვრულია რადიოკომპანიის სტუდიიდან გადამცემ სადგურზე პროგრამების მისაწოდებლად და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „ძველმა ქალაქს” 428,000 მგჰც სიხშირე მეორადი გამოყენების უფლებით ქ. ქუთაისში რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით;
2. აღირიცხოს შპს „ძველმა ქალაქისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
3. უზრუნველყოს შპს „ძველმა ქალაქმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ძველმა ქალაქისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
