წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 243 შპს “გ.გ.გ.”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 243 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 30, 2003

მიღების თარიღი მაისი 30, 2003

შპს „გ.გ.გ.-სთვის სიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „გ.გ.გ„-მ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 დეკემბრის N 5ა/4-150 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 3; 05.05.03)        ქ. ზუგდიდში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს „გ.გ.გ.„-ს საქმიანობის საგანს, დებულების თანახმად, წარმოადგენს ფიზიკური პირების და საკუთრების ობიექტების დაცვა. სიხშირეები განსაზღვრულია და გამოყენებული უნდა იყოს ქ. ზუგდიდში საზოგადოების ხელმძღვანელობასთან, ასევე მის წევრებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   მიენიჭოს შპს „გ.გ.გ.”-ს 159.000 მგჰც და 166.700 მგჰც სიხშირეები ქ. ზუგდიდში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით;

2.    აღირიცხოს შპს „გ.გ.გ.”-თვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

3.   უზრუნველყოს შპს „გ.გ.გ.”-მ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა     მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

4.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „.გ.გ.გ”-თვის სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

6.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს   (თ. ძაგნიძე). 

           

                        კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები