გადაწყვეტილება N 244 შპს “ინტერკომსერვისისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 30, 2003
მიღების თარიღი მაისი 30, 2003
შპს „ინტერკომსერვისისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „ინტერკომსერვისმა„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 31 მაისის N 2/4-3160 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს „ინტერკომსერვისის„ საქმიანობის საგანს, დებულების თანახმად, ტელეკომუნიკაციების სფეროში საკომუნიკაციო კონსტრუქციების პროექტირება და მშენებლობა წარმოადგენს. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ქ. თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოების წევრებს შორის რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „ინტერკომსერვისს” 151.075 მგჰც და 156.525 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით;
2. აღირიცხოს შპს „ინტერკომსერვისისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
3. უზრუნველყოს შპს „ინტერკომსერვისმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ინტერკომსერვისისთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
