წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 245 შპს “ჯავშანისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 245 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 30, 2003

მიღების თარიღი მაისი 30, 2003

შპს „ჯავშანისთვის”  სიხშირის მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „ჯავშანმა„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 6 მარტის N 1/4-163 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 2, 21.03.03)        ქ. თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს „ჯავშანის„ საქმიანობის საგანს, დებულების თანახმად, პიროვნების და საკუთრების დაცვის სამსახურის მოწყობა წარმოადგენს. სიხშირე განსაზღვრულია და გამოყენებული უნდა იყოს ქ. თბილისში დაცვის ობიექტებთან და საპატრულო სამსახურებთან ოპერატიული კავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   მიენიჭოს შპს „ჯავშანს” 406.450 მგჰც სიხშირე ქ. თბილისში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით;

2.   აღირიცხოს შპს „ჯავშანისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

3.   უზრუნველყოს შპს „ჯავშანმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა     მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

4.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ჯავშანისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

6.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს   (თ. ძაგნიძე). 

                        კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები