გადაწყვეტილება N 247 შ.პ.ს. “მაკროკომი”-სთვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 30, 2003
მიღების თარიღი მაისი 30, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს მაკროკომმა„, რომელიც ფლობს N 812 ლიცენზიას ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე კომისიას მიმართა განცხადებით (N 30 16.05.2003) მისთვის ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსის გამოყოფის შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ განიხილა ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურების განსახორციელებლად შპს მაკროკომისათვის„ ნუმერაციის რესურსის 488XXX 489XXX N 812 ლიცენზიის მოქმედების ვადით მინიჭების საკითხი და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის თანახმად,
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „მაკროკომს” ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურების განსახორციელებლად N 812 ლიცენზიის მოქმედების ვადით ისარგებლოს ნუმერაციის რესურსით 488XXX-489XXX;
2. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „მაკოროკომი”-სთვის ნუმერაციის რესურსის გამოყენების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
