წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 248 სს “გლობალ ერთი”-სთვის ISPC კოდის მინიჭების შესახებ

ნომერი: 248 / 15

გამოქვეყნების თარიღი მაისი 30, 2003

მიღების თარიღი მაისი 30, 2003

სს „გლობალ ერთი”-სთვის ISPC კოდის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ სს „გლობალ ერთმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (N101, 29.04.2003) მისთვის ISPC (საერთაშორისო სიგნალის კოდი) კოდის მინიჭების შესახებ.

სს „გლობალ ერთი„ ფლობს N 586 ლიცენზიას საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე. ამასთან, ISPC (საერთაშორისო სიგნალის კოდი) კოდს, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU–T) რეკომენდაციის თანახმად, ანიჭებს სახელმწიფო და რეგისტრაციაში ატარებს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებაში (ITU).

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU–T) რეკომენდაციის თანახმად კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                  მიენიჭოს სს „გლობალ ერთს” ISPC (საერთაშორისო სიგნალის კოდი) კოდი –  2-213-5 N 586 ლიცენზიის მოქმედების ვადით;

2.                  ეთხოვოს ITU-ს რეგისტრაციაში გაატაროს სს „გლობალ-ერთი”-სათვის მინიჭებული ISPC კოდი.

3.                  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო                სასამართლოში  (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

4.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები