წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 249 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 10 მაისის N175/7 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 249 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 30, 2003

მიღების თარიღი მაისი 30, 2003

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 10 მაისის  N175/7 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „ახალ ქსელებს„ კომისიის 2001 წლის 3 აგვისტოს N 393/7 გადაწყვეტილებით განესაზღვრა საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს 1998 წლის 9 იანვრის სალიცენზიო კომისიის სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სატელეფონო ინდექსების: 21, 24, 32, 45, 52, 53, 54, 57, 58, 59, 65 და 69 გამოყენების უფლება    N 168 ლიცენზიის მოქმედების ვადით;

შპს „ახალმა ქსელებმა” განაცხადით (N284 19.04.2002) მიმართა კომისიას მისი ნუმერაციის გამოუყენებელი რესურსის კომისიისათვის გადაცემის შესახებ, რის  საფუძველზეც, კომისიის 2002 წლის 10 მაისის  N175/7 გადაწყვეტილებით, შპს „ახალ ქსელებს” N 168 ლიცენზიით მინიჭებულ ნუმერაციის რესურსად განესაზღვრა ინდექსები: 21, 245XXX-249XXX, 32, 45, 52, 53, 54, 57, 58, 59, 65 და 69;

ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში (N175/7 2002/10/05) დაშვებულია მექანიკური შეცდომა, კერძოდ ნუმერაციის რესურსის ნუსხაში არ არის მოხსენიებული ინდექსი „33„ (აქტივირებულია 1997 წლიდან შპს „ახალი ქსელების„ ქ. თბილისის ადგილობრივ სატელეფონო ქსელში„), რომელიც გათვალისწინებული იყო საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს 1998 წლის 9 იანვრის სალიცენზიო კომისიის სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სატელეფონო ინდექსების ნუსხაში.

 „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 492-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ

 

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2002 წლის 10 მაისის  N175/7 გადაწყვეტილებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:

გადაწყვეტილების მეორე პუნქტი „განესაზღვროს შპს „ახალ ქსელებს”, N 168 ლიცენზიით მინიჭებულ ნუმერაციის რესურსად ინდექსები: 21, 245XXX-249XXX, 32, 45, 52, 53, 54, 57, 58, 59, 65 და 69;„ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „განესაზღვროს შპს „ახალ ქსელებს”, N 168 ლიცენზიით მინიჭებულ ნუმერაციის რესურსად ინდექსები: 21, 245XXX-249XXX, 32, 33, 45, 52, 53, 54, 57, 58, 59, 65 და 69”;

2. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ახალი ქსელების”-სთვის ნუმერაციის რესურსის გამოყენების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო                სასამართლოში  (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ (მ.გოთოშია) სამსახურს.

კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები