წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 250 შპს “ევრიკას” N 5 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 250 / 9

გამოქვეყნების თარიღი მაისი 30, 2003

მიღების თარიღი მაისი 30, 2003

შპს „ევრიკას” N 5 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ევრიკამ” (რეგისტრირებული ქ.თბილისის მთაწმინდის რ-ნის სასამართლოს 1995 წლის 25 დეკემბრის N 4/4-250 დადგენილებით) კომპანიის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „ევრიკას” სახელზე გაცემული იყო ლიცენზია N 5, რომელიც ითვალისწინებდა სატელევიზიო მაუწყებლობას 25-ე სატელევიზიო არხზე სიმძლავრით 5 კვტ, რადიომაუწყებლობას 100,3 სიხშირეზე მგჰც სიმძლავრით 1 კვტ (ქ.თბილისი).

შპს „ევრიკამ” კომისიის N20, 27.11.2000წ. გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. განისაზღვროს შპს „ევრიკას” N 5 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა 65 704,50 (სამოცდახუთი ათას შვიდას ოთხი) ლარით;

2. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის (13 140,90 ლარი) გადახდა მოხდეს კომისიის ანგარიშზე - სკბ „TBC-ბანკი”, კოდი 220101830, ა/ა 609326;

3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის (6 570,45 ლარი) გადახდა მოხდეს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე - საქართველოს ეროვნული ბანკი, კოდი 220101107, სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის სპეციალური ანგარიში N000141107, კოდი 9051 (სალიცენზიო გადასახდელის კოდი);

4. უზრუნველყოს შპს „ევრიკამ” სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ისა და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;

5. უზრუნველყოს შპს „ევრიკამ” სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე:                                                      ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები