გადაწყვეტილება N 251 სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “ივერია ქსელს” შორის სახაზო საკაბელო წყვილების მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 30, 2003
მიღების თარიღი მაისი 30, 2003
სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ივერია ქსელს” შორის სახაზო საკაბელო წყვილების მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის დანიშვნის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ შპს „ივერის ქსელმა” მიმართა კომისიას მოთხოვნით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის შესაბამისად სს „საქართველოს ელექტროკავშირთან” სახაზო საკაბელო წყვილების მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული დავის განხილვის თაობაზე.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის საფუძველზე კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაინიშნოს სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ივერია ქსელს” შორის სახაზო საკაბელო წყვილების მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული დავის განხილვა 2003 6 ივნისს 16 სთ-ზე.
2. ეცნობოთ სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ივერია ქსელს” დავის განხილვის თარიღი და დრო.
3. უზრუნველყოს სს „საქართველოს ელექტროკავშირმა” საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენა კომისიაში 2003 წლის 5 ივნისამდე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
