გადაწყვეტილება N 256 საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციისთვის (UNDP project GEO 01/006) მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 06, 2003
მიღების თარიღი ივნისი 06, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციამ (UNDP project GEO 01/006) კომისიას მიმართა განცხადებით (N 187-1001N-05 30.05.03.) წარმოდგენილი დოკუმენტაციების (N 134928 07.04.03; N 67041 14.05.03 და N 409862 15.05.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების (მობილური ტელეფონები) შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას (UNDP project GEO 01/006) შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციებით (N 134928 07.04.03; N 67041 14.05.03 და N 409862 15.05.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის უწყებრივ სანებართვო რეესტრში;
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
