გადაწყვეტილება N 258 საზღვაო ხომალდებისთვის (“CHEN CHIEH No.31”, “CHEN CHIEN N.32” და “CALEDONIA”) სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 06, 2003
მიღების თარიღი ივნისი 06, 2003
საზღვაო ხომალდებისთვის („CHEN CHIEH No.31”, „CHEN CHIEN N.32” და „CALEDONIA”) სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების
გამოყენების ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ კომისიას მიმართა წერილებით (GMTA-LAF-8/616, 22.05.03; GMTA-LAF-8/617, 22.05.03. და GMTA-LAF-8/630, 21.05.03.) საზღვაო ხომალდებისთვის წარმოდგენილი „რადიოსადგურის ანკეტის” გათვალისწინებით რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა საზღვაო ხომალდებს („CHEN CHIEH No.31”, „CHEN CHIEN N.32” და „CALEDONIA”) გამოიყენოს ცხრილში აღნიშნული სახმობები და ამოცნობის ნიშნები:
|
N |
ნებარ- თვის N |
ხომალდის მფლობელი |
ხომალდის დასახელება |
სახმობი |
MMSI N |
Selective call |
|
1 |
0414 |
Pi Ching Fishery S.A. |
„CHEN CHIEH No.31” |
4 LPZ |
213 358 000 |
- |
|
2 |
0415 |
Pi Ching Fishery S.A. |
„CHEN CHIEN N.32” |
4 LRA |
213 359 000 |
- |
|
3 |
0416 |
Shipping Company Ukrferry |
„CALEDONIA” |
4 LRB |
213 361 000 |
69452 |
2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია საზღვაო ხომალდებზე გაცემული სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების შესახებ კომისიის უწყებრივ სანებართვო რეესტრში;
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს ( თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
