წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 259 შპს “თ ენდ მ”-ისთვის სატარებელი რადიოსადგურის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 259 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 30, 2003

მიღების თარიღი მაისი 30, 2003

შპს „თ ენდ მ”-ისთვის სატარებელი რადიოსადგურის  გამოყენებაზე  ნებართვის  გაცემის შესახებ

  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს  „თ ენდ მ”-მა (რეგისტრირებული ქ. ფოთის სასამართლოს 1997 წლის 4 ივლისის N 10/4-1064 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 54, 14.05.03) სატარებელი რადიოსადგურის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ. შპს „თ ენდ მ”-ის საქმიანობის საგანია ტვირთების სატრანსპორტო-საექსპედიციო მომსახურებისა და სხვა სახის სამუშაოებზე დამკვეთების მოთხოვნათა დაკმაყოფილება, სამამულო და საზღვარგარეთის გემების აგენტირება. სატარებელი რადიოსადგურის გამოყენება განსაზღვრულია გემებთან და ნავსადგურის სამსახურებთან ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით,  არაკომერციული მიზნით.

      „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ    

გადაწყვიტა:

1.   მიეცეს ნებართვა შპს  „თ ენდ მ”-ს სატარებელი რადიოსადგურის  გამოყენებაზე თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით;

2.   უზრუნველყოს შპს „თ ენდ მ”-მა სატარებელი რადიოსადგურის გამოყენებისთვის მოქმედი  კანონმდებლობით  გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;

3.   შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;        

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ.ძაგნიძე).

      კომისიის  თავმჯდომარე                                                            ვ. აბაშიძე

                                                საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის

                                                2003 წლის 6 ივნისის  №     გადაწყვეტილების

                                                                                                                        დანართი

სატარებელი რადიოსადგურის ტექნიკური მახასიათებლები:

  • სატარებელი რადიოსადგურის დასახელება KENWOOD TK-7 60HG.
  • დაკავებული არხები:
  • ·     N 16; სიხშირე 156.800 მგჰც – უსაფრთხოების და გამოძახების არხი,

    ·     N 68; სიხშირე 156.425 მგჰც – სამუშაო არხი,

    ·     N 73; სიხშირე 156.675 მგჰც – სამუშაო არხი,

  • სატარებელი რადიოსადგურის გამოსავალი სიმძლავრე 5 ვტ.
  • რადიოარხის მიერ დაკავებული ზოლის სიგანე: 25 კჰც.
  •      

    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები