წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 260 სააქციო საზოგადოება “თიბისი ბანკისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 260 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 06, 2003

მიღების თარიღი ივნისი 06, 2003

სააქციო საზოგადოება „თიბისი ბანკისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების  გამოყენებაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  ს/ს  „თიბისი ბანკმა” კომისიას მიმართა განცხადებით (N 290/106-16, 28.05.03), თანდართული ჩამონათვალის შესაბამისად, მაღალსიხშირული მოწყობილოებიბის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ. ს/ს  „თიბისი ბანკს” კომისიის გადაწყვეტილებით (N 214/13; 23.05.03.) მიენიჭა სიხშირეები 405.075 მგჰც და 411.075 მგჰც, რომლებიც განსაზღვრულია და გამოყენებული უნდა  იყოს ქ. თბილისში საზოგადოების ობიექტებს, ასევე მის წევრებს შორის რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

      „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ    

გადაწყვიტა:

1.   მიეცეს ნებართვა ს/ს „თიბისი ბანკს„ მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით;

2.   უზრუნველყოს ს/ს „თიბისი ბანკმა„ მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის მოქმედი  კანონმდებლობით  გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;

3.   შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;        

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ.ძაგნიძე).

      კომისიის  თავმჯდომარე                                                                        ვ. აბაშიძე

                                                საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის

                                                2003 წლის 6 ივნისის  №     გადაწყვეტილების

                                                                                                                        დანართი

მაღალსიხშირული მოწყობილობების ტექნიკური მახასიათებლები:

  • რეტრანსლატორის დასახელება STANDART RP 80; N 5B190002.
  • ·     განთავსები ადგილმდებარეობა – მახათას მთა

    ·     გამოსავალი სიმძლავრე – 40 ვტ.

    ·     პოლარიზაცია - ვერტიკალური.

  • საბაზო სადგურის დასახელება Icom IC-F 410; N 73471, გამოსავალი  სიმძლავრე - 25 ვტ.
  • ავტომანქანა პეჟოს (სახ. N SSM 900) მობილური რადიოსადგური Icom IC-F 410;       N 73472, გამოსავალი  სიმძლავრე - 25 ვტ.
  • სატარებელი რადიოსადგურები Icom IC-F4GS, გამოსავალი სიმძლავრე 4 ვტ, სერიული NN
    • N 5501091
    • N 5501092
    • N 5501093
    • N 5501094
    • N 5501095
    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები