წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 261 შპს “ჯორჯია სექიურითისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 261 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 06, 2003

მიღების თარიღი ივნისი 06, 2003

შპს „ჯორჯია სექიურითისთვის” სიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „ჯორჯია სექიურითმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 სექტემბრის N 5ა/4-3390 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისის ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სამი სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს „ჯორჯია სექიურითის” საქმიანობის საგანს, დებულების თანახმად, წარმოადგენს მოქალაქეთა სიცოცხლისა, მათი მატერიალური ქონების დაცვა ქ. თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე და ამ მიზნით დაცვის ტექნიკური სისტემების მონტაჟი და ექსპლოატაცია. სიხშირეები განსაზღვრულია და გამოყენებული უნდა იყოს დაცვის ობიექტებთან და საპატრულო სამსახურებთან ოპერატიული კავშირისთვის ქ. თბილისში შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით,.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს „ჯორჯია სექიურითის”  150.550 მგჰც, 156.500 მგჰც და 167.025 მგჰც სიხშირეები  ქ. თბილისში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით;

2.   აღირიცხოს შპს „ჯორჯია სექიურითისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

3.   უზრუნველყოს შპს  „ჯორჯია სექიურითმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული    მოწყობილობების    გამოყენებაზე    ნებართვის    მისაღებად;

4.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ჯორჯია სექურითისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.   გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს   ქ. თბილისის   საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

            კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები