წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 262 კომპანია “სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 262 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 06, 2003

მიღების თარიღი ივნისი 06, 2003

კომპანია „სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედისთვის” 

სიხშირეების მინიჭების  შესახებ

             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომპანია „სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედმა”   (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 26 დეკემბრის N 5/8-195 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N SPPT-STA-PIP-L-0031, 01.05.03) ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის მარშრუტზე სიხშირეების მინიჭების თაობაზე. კომპანია საქართველოში ახორციელებს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის (საინჟინრო მომსახურების შესყიდვისა და მშენებლობის შესახებ) შესაბამისად სახმელეთო ნავთობსადენის უზრუნველყოფას, დამონტაჟებას და მართვას. სიხშირეები განსაზღვრულია და გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელების ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა: 

1.   მიენიჭოს კომპანია „სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედს” 161.400 მგჰც, 166.550მგჰც, 164.725 მგჰც და 159.175 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში და 161.400 მგჰც,  166.550 მგჰც, 164.725 მგჰც, 159.175 მგჰც, 156.900 მგჰც, 162.850 მგჰც, 157.450 მგჰც, 162.600 მგჰც, 156.975 მგჰც, 162.775 მგჰც, 158.650 მგჰც, 164.550 მგჰც, 155.625 მგჰც, 160.575 მგჰც, 160.725 მგჰც, 167.250 მგჰც სიხშირეები მილსადენის ტრასის გასწვრივ ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით;

2.    აღირიცხოს კომპანია „სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

3.   უზრუნველყოს კომპანია „სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

4.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში კომპანია „სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედს” სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

6.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს   (თ. ძაგნიძე). 

             კომისიის თავმჯდომარე                                                      ვ. აბაშიძე

           

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები