წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 263 შპს “ტელესამაუწყებლო კომპანია მეცხრე არხის” N 502 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის და N722 ლიცენზიის გაუქმების შესახებ

ნომერი: 263 / 9

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 06, 2003

მიღების თარიღი ივნისი 06, 2003

შპს „ტელესამაუწყებლო კომპანია მეცხრე არხის” N 502 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის და N722 ლიცენზიის გაუქმების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ტელესამაუწყებლო კომპანია მეცხრე არხმა” კომპანიის N502 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების და N722 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „მწვანე კუნძულის” სახელზე გაცემული იყო ლიცენზია N722, რომელიც  ითვალისწინებდა ტელემაუწყებლობის ორგანიზებას 23-ე არხზე, „ანტენ 23”-თან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საეთერო დროის გამოყენებით.

შპს „მწვანე კუნძულმა”  კომისიის N12, 15.11.2000წ. გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 8 აგვისტოს N7/4-950 დადგენილებით საზოგადოებას შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს „ტელეკომპანია მეცხრე არხი”. ამავე სასამართლოს 2002 წლის 8 აგვისტოს N7/4-906 დადგენილებით განხორციელდა შპს „ანტენ 23”-ის შერწყმა შპს „ტელეკომპანია მეცხრე არხთან”, რომელიც გამოცხადდა შპს „ანტენ 23”-ის უფლებამონაცვლედ. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ანტენ 23”, რომელმაც კომისიის N23, 27.11.2000წ. გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში, ფლობდა N502 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებდა სატელევიზიო მაუწყებლობას დეციმეტრული დიაპაზონის 23-ე სატელევიზიო არხზე 1000 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ.თბილისში.

ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 11 ოქტომბრის 7/4-950 დადგენილებით შპს „ტელეკომპანია მეცხრე არხს” შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს „ტელესამაუწყებლო კომპანია მეცხრე არხი”.

კომისია აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. განისაზღვროს შპს „ტელესამაუწყებლო კომპანია მეცხრე არხის” N502 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა 48 411 (ორმოცდარვა ათას ოთხას თერთმეტი) ლარით;

2. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის (9 682,2) გადახდა მოხდეს კომისიის ანგარიშზე - სკბ „TBC-ბანკი”, კოდი 220101830, ა/ა 609326;

3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის (4 841,1) გადახდა მოხდეს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე - საქართველოს ეროვნული ბანკი, კოდი 220101107, სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის სპეციალური ანგარიში N000141107, კოდი 9051 (სალიცენზიო გადასახდელის კოდი);

4. უზრუნველყოს შპს „ტელესამაუწყებლო კომპანია მეცხრე არხმა” სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ისა და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;

5. უზრუნველყოს შპს „ტელესამაუწყებლო კომპანია მეცხრე არხმა” სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;

6. გაუქმდეს შპს „ტელესამაუწყებლო კომპანია მეცხრე არხის” N722 ლიცენზია;

7. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

8. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს N722 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება.

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე:                                                            ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები