წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 264 შპს “ტელეკომპანია “კავკასიის” N 980 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 264 / 9

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 06, 2003

მიღების თარიღი ივნისი 06, 2003

შპს „ტელეკომპანია  „კავკასიის” N 980 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად  სალიცენზიო  გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ტელეკომპანია „კავკასიამ” კომპანიის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „ტელეკომპანია „კავკასიის” სახელზე გაცემული იყო ლიცენზია N980, რომელიც ითვალისწინებდა „ტელემაუწყებლობის ორგანიზებას 28-ე სატელევიზიო არხზე ტელეცენტრთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავისუფალი საეთერო დროის გამოყენებით”.

 შპს „ტელეკომპანია „კავკასიამ” კომისიის N192, 30.03.2001წ. გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

კომისიის N1, 03.01.2003წ. გადაწყვეტილებით მოდიფიცირებულ იქნა N980 ლიცენზია და ლიცენზიის საგნად განისაზღვრა „ტელემაუწყებლობა 28-ე დეციმეტრულ არხზე 5 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით”.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. განისაზღვროს შპს „ტელეკომპანია „კავკასიის” N 980 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა 55 012,50 (ორმოცდაათი ათას თორმეტი) ლარით;

2. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის (11 002,50 ლარი) გადახდა მოხდეს კომისიის ანგარიშზე - სკბ „TBC-ბანკი”, კოდი 220101830, ა/ა 609326;

3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის (5 501,25 ლარი) გადახდა მოხდეს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე - საქართველოს ეროვნული ბანკი, კოდი 220101107, სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის სპეციალური ანგარიში N000141107, კოდი 9051 (სალიცენზიო გადასახდელის კოდი);

4. უზრუნველყოს შპს „ტელეკომპანია „კავკასიამ” სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ისა და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;

5. უზრუნველყოს შპს „ტელეკომპანია „კავკასიამ” სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები