გადაწყვეტილება N 266 სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “ივერია ქსელს” შორის სახაზო საკაბელო წყვილების მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის გადადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 06, 2003
მიღების თარიღი ივნისი 06, 2003
სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ივერია ქსელს” შორის სახაზო საკაბელო წყვილების მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის გადადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ (შემდგომში კომისია) განიხილა სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ივერის ქსელს” შორის არსებული დავა სახაზო საკაბელო წყვილების მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ მხარეებმა მოითხოვეს დავის განხილვის გადადება ხელშეკრულების პირობების თაობაზე ურთიერთშორის მოლაპარაკების მიზნით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის საფუძველზე კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გადაიდოს სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ივერია ქსელს” შორის სახაზო საკაბელო წყვილების მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული დავის განხილვა 2003 13 ივნისს 1600 სთ-ზე.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
