წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 267 საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ნომერი: 267 / 10

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 13, 2003

მიღების თარიღი ივნისი 13, 2003

საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის  გამოცხადების შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონის თანახმად, ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიების გაცემა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებას მიეკუთვნება (1999 წლის 1 ოქტომბრამდე ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიები ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს სალიცენზიო კომისიის მიერ გაიცემოდა). ამავე დროს, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიას აეკრძალა ტელერადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურებით მომსახურებასა და საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიების გაცემა ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზირებასთან დაკავშირებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანამდე. აქედან გამომდინარე, 1999 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე არც ერთი ლიცენზია არ გაცემულა.

აღნიშნული ცვლილებები და დამატებები საქართველოს პარლამენტმა 2002 წლის 7 მაისს მიიღო, რითაც საეთერო ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზირების პროცედურის საკანონმდებლო ნორმები დადგინდა.

საეთერო ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზირების მექანიზმი რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპს დაეფუძნა:

1. „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონმა გაითვალისწინა ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზირების ძირითადი ნორმები, რომლებიც გარკვეულწილად საერთოა ევროპული ქვეყნებისათვის და რომლებიც ასახულია ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციებში „საზოგადოებრივი მაუწყებლობის დამოუკიდებლობის გარანტიების შესახებ” და  „მაუწყებლობის სფეროში მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობისა და ფუნქციების შესახებ”, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის შესახებ ევროპის კონვენციის მე-10 მუხლში და მის კომენტარებში, სატელეკომუნიკაციო სფეროში ლიცენზიების გაცემის თაობაზე ევროპარლამენტის 1997 წლის 10 აპრილის დირექტივაში, „ტრანსსასაზღვრო მაუწყებლობის შესახებ” 1998 წლის 9 სექტემბრის ევროპულ კონვენციაში. ამასთან, კანონმა გაითვალისწინა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ექსპერტების რეკომენდაციები და წინადადებები ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზირების მექანიზმთან დაკავშირებით.

2. საეთერო ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიები სამაუწყებლო კონკურსის წესით გაიცემა. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა ფინანსური, ტექნიკური და პროგრამირების ასპექტების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ამგვარი მეთოდით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის მექანიზმს სამაუწყებლო სექტორში მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობის შესახებ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2000 წლის 20 დეკემბრის რეკომენდაციის განმარტებითი მემორანდუმის 37-ე და 38-ე პუნქტები ითვალისწინებს. კანონმა განსაზღვრა კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების პროცედურები, კომისიის ვალდებულებები კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების პროცესში, საკონკურსო განაცხადის შედგენასა და კონკურსის პირობებთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები. კანონის შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის ერთ-ერთ ასპექტად კანონის ამოქმედების მომენტისათვის კონკრეტულ სამოქმედო ზონაში პირის მიერ ტელერადიომაუწყებლობისათვის აშენებული სარელეო ქსელის არსებობის დადასტურება განისაზღვრა.

3. კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციას მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირების პირობების დადგენა წარმოადგენს.

4. კანონის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია მაუწყებლობის ლიცენზირების პროცესში საჯაროობის დაცვის აუცილებლობა.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონში 2002 წლის 7 მაისს შეტანილი ცვლილებებითა და დამატებებით განისაზღვრა როგორც კომისიის, ასევე მაუწყებლების ვალდებულებები.

კომისია:

ა) ყოველწლიურად ადგენს თავისუფალ სიხშირულ რესურსს და ქვეყნისა თუ მისი ცალკეული რეგიონების მიხედვით აქვეყნებს სამაუწყებლო სიხშირეთა განაწილების გეგმას;

ბ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ადგენს ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს.

ტელერადიომაუწყებელი ვალდებულია მაუწყებლობის პროცესში დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ”, „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ”, „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ”, „რეკლამის შესახებ” კანონებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესები.

2002 წლის 7 მაისს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 158-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, „მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმის დამდგენი დამოუკიდებელი ორგანოს დანიშვნის მიზნით ტენდერის გამოცხადების თაობაზე” კომისიის 2002 წლის 14 აგვისტოს N311 გადაწყვეტილებით დანიშნულმა დამოუკიდებელმა ორგანომ დაადგინა მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმა საქართველოს ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების მიხედვით, გადამცემების ანტენების განთავსების სავარაუდო კოორდინატების, მაუწყებლობის გავრცელების საშუალო რადიუსისა და გადამცემების სიმძლავრეების მითითებით. (მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმა გამოქვეყნდა და ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისთვის). მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმის საფუძველზე განისაზღვრა თავისუფალი სამაუწყებლო სიხშირული ბადე.

მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმის დადგენის უმთავრეს მიზანს სიხშირული რესურსის, მათ შორის სამაუწყებლო სიხშირეების ოპტიმალური დაგეგმარება, რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტის (ITU) შესაბამისად მათი მიზნობრივად გამოყენება და, მთლიანობაში, სიხშირული სპექტრის ეფექტური მართვის განხორციელების წინაპირობების შექმნა წარმოადგენდა. მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმის დადგენისას გათვალისწინებულია ის კონკრეტული პრობლემატიკა და რეალობა, რაც წლების მანძილზე შეიქმნა სახშირული სპექტრის განაწილებისა და სიხშირული სპექტრით სარგებლობის პროცესში. კერძოდ:

ა) ზოგიერთ შემთხვევაში სამაუწყებლო (ძირითადად - სატელევიზიო) სიხშირეები გაცემულია არასამაუწყებლო სიხშირულ ზოლში;

ბ) გაცემული სატელევიზიო არხები ხშირად არ არის ელექტრომაგნიტურად თავსებადი, რაც ურთიერთხელშეშლების წარმოქმნის მიზეზს წარმოადგენს;

გ) საზღვრისპირა სამაუწყებლო ზონებში ნაკლები ყურადღება ეთმობოდა სამაუწყებლო სადგურების ურთიერთკოორდინაციის საკითხს, რაც, შესაბამისად, მეზობელი ქვეყნების სამაუწყებლო სადგურებს შორის ურთიერთხელშეშლებს და გარკვეულ ურთიერთპრეტენზიებს განაპირობებს.

დ) სამაუწყებლო სიხშირეები არაოპტიმალურად არის ათვისებული და გამოყენებული, რაც ურთიერთხელშეშლების წარმოქმნის წინაპირობას წარმოადგენს.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 455-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა საფუძველზე, კომისიის დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის მიერ ჩატარდა საზოგადოებრივი აზრის რაოდენობრივი კვლევა, რომლის გათვალისწინებით ჩამოყალიბდა და გამოქვეყნდა ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტები.

2002 წლის 7 მაისს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების შესაბამისად განისაზღვრა სალიცენზიო გადასახდელის გადახდის ძირითადი პრინციპები, დაკონკრეტდა ფაქტორები, რომლებიც საფუძველად დაედო სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრას. ამგვარ ფაქტორებს განეკუთვნა კონკრეტულ სიხშირულ დიაპაზონში დაკავებული ზოლის სიგანე და სიხშირული დიაპაზონის ტევადუნარიანობა, კავშირის სახეობის სპეციფიურობა, ქსელში გადამცემი სადგურების რაოდენობა, გადამცემების გამოსასვლელი სიმძლავრე, ქვეყნის კონკრეტული ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობის რაოდენობა და ეკონომიკური მაჩვენებლები. ამასთან,  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, 2002 წლის 20 დეკემბერს მიღებულია კომისიის დადგენილება N 2 „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო  გადასახდელის საწყისი  ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე, რომელმაც სამართლებრივი ექსპერტიზა გაიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში და შეტანილია ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში (სარეგისტრაციო კოდი 320.050.000.15.012.005.612).

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ტელერადიომაუწყებლის ერთ-ერთ უმთავრეს ვალდებულებად საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, აგრეთვე შიდაეროვნული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვა განისაზღვრა (მათ შორის - „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი პირობების დაცვის ვალდებულება, რაც, უმთავრესად, ეთერში კანონიერ საფუძველზე შეძენილი ტელერადიოპროდუქციის გავრცელების აუცილებლობას გულისხმობს). ამასთან, მაუწყებლების მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონმა კონკრეტული სანქციები დაადგინა (ლიცენზიის მფლობელისათვის ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმა) დაკისრება, ლიცენზიის მოქმედების შეჩერება, ლიცენზიის გაუქმება).

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონით ტელერადიომაუწყებლისათვის დადგენილი ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა სახის ვალდებულებების აღსრულების პირობამ მაუწყებელთათვის და მაუწყებლობის განხორციელების მსურველთათვის გარკვეული ფინანსური რესურსებისა და შესაძლებლობების არსებობის აუცილებლობა განაპირობა.

საეთერო ტელერადიომაუყებლობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ტელერადიომაუწყებლის შემოსავლის ფორმირების უმთავრეს წყაროდ კომერციული ხასიათის ინფორმაციის ანუ რეკლამის გავრცელებიდან მიღებული შემოსავლები ითვლება. შესაბამისად, საეთერო ტელერადიომაუწყებლის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფის ძირითად საშუალებას ქვეყანაში არსებული სარეკლამო ბაზარი წარმოადგენს. ქვეყნის სარეკლამო ბაზრის ანალიზი ცხადყოფს, რომ სარეკლამო ბაზრის შემოსავლების უმეტესი წილი ქ.თბილისში და საქართველოს მსხვილ ქალაქებში მოქმედ მაუწყებლებზე მოდის. ეს მაჩვენებელი გაცილებით მცირეა რეგიონებსა და კონკრეტულ რაიონებში, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში მაუწყებლებს სარეკლამო შემოსავლები საერთოდ არ გააჩნიათ.

მომხმარებელთა მოთხოვნების, მათ შორის - ხარისხიანი მაუწყებლობის მიწოდების უზრუნველსაყოფად, გავრცელებული მაუწყებლობა სამაუწყებლო ტექნიკური სტანდარტით დადგენილ ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს. შესაბამისად, ხარისხიანი მაუწყებლობის განხორციელება უკავშირდება ფინანსურ რესურსებს, რაც უშუალოდ სარეკლამო ბაზრის პოტენციალზე არის დამოკიდებული. ამასთან, მცირე სარეკლამო შემოსავლების, ან მათი არარსებობის პირობებში დაფინანსების ნაკლებად გამჭვირვალე, გარეშე წყაროების არსებობა მიკერძოებული მაუწყებლობის, მაუწყებლობის პოლიტიზირების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი შეიძლება გახდეს.

ქ.თბილისში, სადაც ორ ათეულზე მეტი საეთერო ტელე და რადიომაუწყებელი ფუნქციონირებს, საკმაოდ კონკურენტუნარიანი გარემო ჩამოყალიბდა. განსხვავებული სიტუაციაა რეგიონებში, სადაც მთელ რიგ ტერიტორიებზე მხოლოდ ადგილობრივი სამაუწყებლო პროგრამები ვრცელდება. არის ტერიტორიები, სადაც მაუწყებლობა საერთოდ არ ხორციელდება. ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი (გამოკითხულთა   85%-ი) ქ.თბილისის სამაუწყებლო არხების რეგიონებში გავრცელების სურვილს გამოთქვამს. აქედან გამომდინარე, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს ქ.თბილისში მოქმედი სამაუწყებლო არხების სამოქმედო ზონის გაფართოებას და მათ მიერ განხორციელებული მაუწყებლობის ქ.თბილისის ფარგლებს გარეთ გავრცელებას.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ  რესპონდენტების  აზრით (62.1%), ქართული სატელევიზიო  საეთერო პროგრამები გაჯერებულია საიფორმაციო-ანალიტიკური ხასიათის გადაცემებით. იმ გადაცემებს შორის, რომელთა მიღება სურს ტელემაყურებელს, მაღალი სიხშირით სახელდება მუსიკალური (61,5%-ი), კულტურული (31%-ი), შემეცნებითი (28%-ი), სპორტული (23,4%-ი), საბავშვო (23%-ი) გადაცემები და მხატვრული ფილმები (20%-ი).

რესპოდენტების 50%-ზე მეტმა გამოთქვა სპეციალიზებული არხების არსებობის სურვილი, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. რაც შეეხება სპეციალიზებული ტელემაუწყებლობის არხების ჟანრებს, მაღალი სიხშირით სახელდება მხატვრული ფილმები (23,4%), მუსიკალური (20,7%) და სპორტული (15%) გადაცემები.

რესპონდენტების უმრავლესობისთვის დღეს არსებულზე გაცილებით მეტი რადიო არხის არსებობა არის სასურველი. რესპოდენტები სასურველ რადიო გადაცემებს შორის დიდი მოცულობით ასახელებენ მუსიკალურ, სპორტულ, ანალიტიკურ გადაცემებს, ცნობილ ადამიანებთან შეხვედრებს, იუმორისტულ პროგრამებს.

ზემოაღნიშნული ტექნიკური, სამართლებრივი და ფინანსური ფაქტორების, კანონმდებლობით მაუწყებლებისათვის განსაზღვრული ვალდებულებების, საზოგადოების მოთხოვნებისა და ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების, აგრეთვე საქართველოში არსებული სარეკლამო ბაზრის რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არსებული სიხშირული რესურსის მიზნობრივი და ოპტიმალური გამოყენების, ქვეყნის მოსახლეობის მაქსიმალურად მოცვის და მათთვის ხარისხიანი მაუწყებლობის მიწოდების წინაპირობების შექმნის მიზნით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ა” ქვეპუნქტისა და 455-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ

გადაწყვიტა:

1. განისაზღვროს 11 (თერთმეტი) სამაუწყებლო ზონა, ჩამონათვალის შესაბამისად:

1  ზონა: ქ.თბილისი

2  ზონა: ქ.ბათუმი, ქობულეთის,  ხელვაჩაურის, ქედას, შუახევის, ხულოს

        რაიონები.

3  ზონა: თელავის, გურჯაანის, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის, სიღნაღის,

        დედოფლისწაროს, თიანეთის რაიონები.

4  ზონა: მცხეთის, კასპის, გორის, ხაშურის, ქარელის, ცხინვალის, ჯავის, 

        ახალგორის, დუშეთის, ყაზბეგის რაიონები.

5  ზონა: ქ.რუსთავი, გარდაბნის, საგარეჯოს, მარნეულის, ბოლნისის,

        თეთრი-წყაროს, დმანისის რაიონები.

6  ზონა: ბორჯომის, ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ადიგენის, ნონოწმინდის, წალკის რაიონები.

7  ზონა: ქ.ქუთაისი, ხონის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ზესტაფონის,

        თერჯოლის, ხარაგაულის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის

        რაიონები

8 ზონა: ჭიათურის, საჩხერის, ონის, ტყიბულის, ამბროლაურის, ცაგერის,

        ლენტეხის რაიონები

9  ზონა: ქ.ფოთი, სენაკის, მარტვილის, აბაშის, ხობის რაიონები.

10 ზონა: ქ.ზუგდიდი და ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მესტიის რაიონები.

11 ზონა: ქ.სოხუმი, გალის, ოჩამჩირის, გულრიფშის, გუდაუთის, გაგრის რაიონები.

2. გამოცხადდეს კონკურსი საეთერო სპეციალიზებულ (საინფორმაციო, საგანმანათლებლო-შემეცნებითი, კულტურული, სპორტული, გასართობი) ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი პირობებით:

ა) 10 გადამცემის გამოყენებით, მითითებული სამაუწყებლო ზონების მიხედვით:

სამაუწყებლო                                                                                                                                                                                                                                                                                     ზონა

ანტენის განთავსების

ადგილი

გეოგრაფიული

კოორდინატები

ანტენის

სიმაღლე

მიწის

ზედ. მ.

სატელევიზიო

არხი

სიმძლავრე

კვტ

მაუწყებლობის საშ. რადიუსი კმ.

 

1

2

ბათუმი

41E43  41N41

110

53

1.0

25

 

2

3

ყვარლის რ-ნი,

სანავარდო

45E46

 41N58

55

10

0.8

20

3

4

  გორი

44E03

42N02

165

36

3.0

30

4

5

ბოლნისი

44E32

41N26

40

39

2.0

25

  5

6

ბორჯომის რ-ნი, სოფ. ცხრა წყარო

43E31  41N42

40

3

1.0

25

 

  6

6

ახალქალაქი

43E25  41N21

55

28

1.0

15

 

  7

7

ქუთაისი

42E44  42N17

60

23

3.0

30

 

  8

8

საჩხერე

43E24  42N21

40

22

0.5

15

 

  9

9

სენაკი

42E05

42N17

25

28

0.5

15

 

 10

10

ზუგდიდი

41E52

42N30

30

37

1.0

15

 

 

შენიშვნა: გეოგრაფიული კოორდინატები მითითებულია საანძო კონსტრუქციებისათვის. შესაძლებელია ანძის  კონსტრუქციის აგება აღნიშნული კოორდინატებიდან 50-150 მეტრის რადიუსში  ზღვის დონიდან ანტენის განთავსების მითითებული სიმაღლის შენარჩუნებით (კანონმდებლობით დადგენილი აუცილებელი ნებართვების მიღების შემთხვევაში).

ბ) სამოქმედო ზონა – საქართველოს ტერიტორია სამაუწყებლო ზონა #1–ის   (თბილისის სამაუწყებლო ზონა) გამოკლებით, მათ შორის:

   სამაუწყებლო ზონა   2                                                       

   სამაუწყებლო ზონა   3                                                       

   სამაუწყებლო ზონა   4                                           

   სამაუწყებლო ზონა   5                                           

   სამაუწყებლო ზონა   6                   

   სამაუწყებლო ზონა   7

   სამაუწყებლო ზონა   8                                                       

   სამაუწყებლო ზონა   9

   სამაუწყებლო ზონა   10                                                     

) ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში გათვალისწინებული მე-11 სამაუწყებლო ზონის დაფარვის მიზნით, კომისია, კონკურსში გამარჯვებულთან შეთანხმებით, დამატებით განსაზღვრავს შესაბამის პარამეტრებს, რაც ლიცენზიის პირობებში აისახება;

დ) კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2003 წლის 19 სექტემბრის 1200 საათი;

ე) გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის ჩამონათვალის შესაბამისად, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 262 868,06 (ორას სამოცდაორი ათას რვაას სამოცდარვა) ლარით;

3. გამოცხადდეს კონკურსი საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი პირობებით:

ა)  15 გადამცემის გამოყენებით, მითითებული სამაუწყებლო ზონების მიხედვით:

##

სამაუწყებლო

ზონა

ანტენის განთავსების ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის სიმაღლე მიწის ზედ. მ

სიხშირე მგჰც

სიმძლავრე კვტ

მაუწყებლობის საშ. რადიუსი, კმ

1

2

ბათუმი

41E43;

41N41

50

100.1

1

20

2

3

დედოფლის წყარო

46E08;

41N27

50

104.7

1

25

3

3

თელავის რ-ნი, ცივი

45E29

41N55

35

100.2

1

20

4

4

დუშეთის რ-ნი, ფასანაური

44E41;

42N21

25

103.8

0.1

10

5

4

ყაზბეგის რ-ნი, გუდაური

44E53;

42N20

25

100.6

0.1

10

6

4

ყაზბეგი

44E39;

42N39

25

100.0

0.25

10

7

4

გორი

44E03;

42N02

120

100.0

1

25

8

5

დმანისი

44E13;

41N22

120

105.1

1

35

9

6

ახალქალაქი

43E25;

41N21

55

101.2

1

20

10

6

ახალციხე

42E57;

41N38

35

103.6

1

15

11

6

ბორჯომის რ-ნი, ბაკურიანი

43E31;

41N44

20

105.4

0.1

10

12

7

ქუთაისი

42E44;

42N17

40

100.9

2.5

25

13

8

ჭიათურა

43E16;

42N17

50

104.1

0.25

10

14

9

მარტვილი

42E23;

42N25

20

100.7

0.25

10

15

10

ზუგდიდი

41E52;

42N30

25

104.2

2.5

25

შენიშვნა: გეოგრაფიული კოორდინატები მითითებულია საანძო კონსტრუქციებისათვის. შესაძლებელია ანძის  კონსტრუქციის აგება აღნიშნული კოორდინატებიდან 50-150 მეტრის რადიუსში  ზღვის დონიდან ანტენის განთავსების მითითებული სიმაღლის შენარჩუნებით (კანონმდებლობით დადგენილი აუცილებელი ნებართვების მიღების შემთხვევაში).

ბ) სამოქმედო ზონა – საქართველოს ტერიტორია, სამაუწყებლო ზონა #1–ის   (თბილისის სამაუწყებლო ზონა) გამოკლებით, მათ შორის:

სამაუწყებლო ზონა   2

სამაუწყებლო ზონა   3                                                          

სამაუწყებლო ზონა   4                                              

სამაუწყებლო ზონა   5                                              

სამაუწყებლო ზონა   6                   

სამაუწყებლო ზონა   7

სამაუწყებლო ზონა   8

სამაუწყებლო ზონა   9

სამაუწყებლო ზონა   10                                                        

გ) ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში გათვალისწინებული მე-11 სამაუწყებლო ზონის დაფარვის მიზნით, კომისია, კონკურსში გამარჯვებულთან შეთანხმებით, დამატებით განსაზღვრავს შესაბამის პარამეტრებს, რაც ლიცენზიის პირობებში აისახება;

დ) კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2003 წლის 26 სექტემბრის 1200 საათი;

ე) გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის ჩამონათვალის შესაბამისად, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვროს  68 789,25 (სამოცდარვა ათას შვიდას ოთხმოცდაცხრა) ლარით;

4.  ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) ფიზიკური პირისთვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;

ბ) იურიდიული პირისთვის – საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები დამფუძნებლების შესახებ;

გ) ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის სახე, რომლის მიღებასაც მოითხოვს ლიცენზიის  მაძიებელი;

დ) ტელერადიომაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში;

ე) ტელერადიომაუწყებლობის დადგენილი პრიორიტეტების უზრუნველყოფის პირობები;

ვ)  სამაუწყებლო ზონ(ებ)ის დასახლებული ტერიტორიის მაუწყებლობით მოცვის გრაფიკი და თითოეულ სამაუწყებლო ზონაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადები;

ზ) ტელერადიოპროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებები;

5. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

ბ) სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე. ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს უბრუნდება აღნიშნული თანხა, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით, კომისიისთვის წერილობითი განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დარჩენილი თანხა გადაიხადოს კონკურსის პირობების შესაბამისად.

გ) სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; ფიზიკური პირისათვის – აგრეთვე, პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ლიცენზიის მიღების შემთხვევაში განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

ე) სამაუწყებლო საქმიანობის დოკუმენტურად დასაბუთებული დაფინანსების გეგმა;

ვ) განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკური პროექტი, რომელმაც სამშენებლო, სანიტარულ-ჰიგიენური, ეკოლოგიური ექსპერტიზისა და სათანადო ნებართვების უზრუნველყოფის მიზნით ექსპერტიზა  უნდა გაიაროს კომისიასთან შექმნილ მუდმივმოქმედ ქვეკომისიაში. ლიცენზიის მაძიებელი კონკურსზე დაიშვება ქვეკომისიის დადებითი დასკვნის არსებობის შემთხვევაში.

6. კომისია არ მიიღებს წარმოებაში ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას კონკურსში მონაწილეობის შესახებ, თუ მის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი ამ გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტებში  მითითებული მონაცემები და დოკუმენტაცია, რის თაობაზეც ლიცენზიის მაძიებელს განემარტება განცხადების წარდგენისთანავე. დაუშვებელია კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის კომისიისათვის საფოსტო გზავნილების სახით მიწოდება. კონკურსის ჩატარების დროს სავალდებულოა ლიცენზიის მაძიებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრება;

7. ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობის მიღება, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 452 მუხლის შესაბამისად, ეკრძალება:

ა) უცხო ქვეყნის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს და მის წარმომადგენლებს;

ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მოქალაქეობის არმქონე პირს და მათ წარმომადგენლებს;

გ) უცხოეთის კანონმდებლობის მიხედვით რეგისტრირებულ პირს, მის წარმომადგენლობებსა და ფილიალებს;

დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომლის საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტი ეკუთვნის ამ პუნქტის „ბ„–„გ„ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სუბიექტს.

ე) პირს, რომელიც კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში სამაუწყებლო სიხშირული რესურსის საერთო მოცულობის 50%-ის ან მეტის მფლობელი გახდება ამ გადაწყვეტილების მე-2 ან მე-3 პუნქტით განსაზღვრულ კონკრეტულ სამაუწყებლო ზონაში.

8. კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება შემდეგი ასპექტების მიხედვით:

ა) ტექნიკური;

ბ) ფინანსური;

გ) პროგრამირების.

9. ტექნიკური ასპექტის შეფასებისას კომისია პრიორიტეტს ანიჭებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების პირობას, აგრეთვე მის მიერ მაუწყებლობის პროცესში გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ევროპულ ჰარმონიზებულ სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხს.

ტექნიკური ასპექტი შეფასდეს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური პროექტით  გათვალისწინებული საეთერო მაუწყებლობის ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებების ევროპულ ჰარმონიზებულ სტანდარტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან შესაბამისობის გათვალისწინებით.

ტექნიკური ასპექტის მიხედვით შეფასების მაჩვენებელია 1  ქულა.

10. ფინანსური ასპექტი შეფასდეს წარმოდგენილი სამაუწყებლო საქმიანობის დოკუმენტალურად დასაბუთებული  დაფინანსების გეგმის თანახმად, მიმდინარე და მომავალში საქმიანობის დაწყებისა და გაფართოების დაფინანსების წყაროების და მოცულობის მიხედვით, შემდეგი  ჩამონათვალის შესაბამისად:

    ა) საკუთარი წყაროები (მათ შორის უშუალოდ განხორციელებული საქმიანობიდან მისაღები სავარაუდო შემოსავლები);

    ბ)  სესხები;

    გ)  სუბსიდიები, გრანტები და სპონსორული დაფინანსება;

           

 ფინანსური ასპექტის მიხედვით შეფასების მაჩვენებელია 2  ქულა;

 

11.       პროგრამირების ასპექტი შეფასდეს წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფუძველზე კომისიის მიერ განსაზღვრული და ამ გადაწყვეტილებით გამოცხადებული ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებთან შესაბამისობის, აგრეთვე მასში ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ოდენობის მიხედვით. პროგრამირების ასპექტის მიხედვით შეფასების მაჩვენებელია  3  ქულა.

12. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ამ გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის „დ”, „ე”, „ვ”, „ზ” ქვეპუნქტით, მე-5 პუნქტის „დ” და „ე” ქვეპუნქტებით, მე-10 და მე-11 პუნქტების მოთხოვნების ამსახველი მასალები უნდა წარმოადგინოს ბიზნეს-გეგმის სახით, რომელსაც თან უნდა დაერთოს შესაბამისი დოკუმენტაცია.

13. გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია – ტექნიკური, ფინანსური და პროგრამირების ასპექტების მიხედვით დაგროვილი ქულების  მაქსიმალური  რაოდენობა.

14. თუ პირმა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში კომისიის წინაშე დაადასტურა, რომ კონკრეტულ სამოქმედო ზონაში ტელერადიომაუწყებლობისათვის კანონიერ საფუძველზე აშენებული აქვს სარელეო ქსელი, აღნიშნული გარემოება, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-15 პუნქტის საფუძველზე, ჩაითვლება ამ ზონაში ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის ერთ-ერთ ასპექტად. ამ ასპექტის მიხედვით შეფასების მაჩვენებელია 1 ქულა.

15. კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება კომისიის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე დგინდება საჭირო დოკუმენტაციის არსებობა და კონკურსის პირობებთან შესაბამისობა. კონკურსში მონაწილეობისთვის არ დაიშვება ის პირი, რომელსაც არასრულად აქვს წარმოდგენილი დოკუმენტაცია ან მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან კონკურსის პირობებს. სხდომის ოქმი, რომელსაც კონკურსის დამთავრების შემდეგ ხელს აწერენ საკონკურსო სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი, მოწმდება კომისიის ბეჭდით.

16. თუ სამაუწყებლო კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა ტექნიკური, ფინანსური, პროგრამირების და ამ გადაწყვეტილების მე-14 პუნქტში გათვალისწინებული ასპექტების მიხედვით, გამარჯვებული იხდის ამ გადაწყვეტილების მე-5 პუნქტში მითითებულ სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას.

17. თუ კონკურსის ორი ან მეტი მონაწილის ქულების ოდენობა თანაბარია, კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 455 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, შემდეგი წესით:

ა) საკონკურსო სხდომის თავმჯდომარის მიერ ხდება სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დაფიქსირება და თანხის იმ მინიმალური ოდენობის გამოცხადება, რომელიც უნდა დაემატოს კონკურსის მსვლელობისას ბოლო მაქსიმალურ განაცხადში დაფიქსირებული თანხის ოდენობას (საკონკურსო ბიჯი).  საკონკურსო ბიჯი უცვლელია.

ბ) კონკურსის მონაწილის მიერ კონკურსის დაწყებისას დაფიქსირებული თანხის ოდენობა არ უნდა იყოს ნაკლები სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და საკონკურსო ბიჯის ჯამისა.

გ) ყოველი მომდევნო მონაწილის მიერ თანხის დაფიქსირება ხდება წინა მონაწილის მიერ თანხის დაფიქსირების შემდგომ საკონკურსო ბიჯის დამატებით. კონკურსის მონაწილეს უფლება აქვს დააფიქსიროს საკონკურსო ბიჯზე მეტი თანხა.

დ) კონკურსში გამარჯვებულად ჩაითვლება ის მონაწილე, რომელიც კონკურსის მსვლელობისას დააფიქსირებს გადასახდელი თანხის მაქსიმალურ ოდენობას.

ე) ყოველი მონაწილის მიერ დაფიქსირებული თანხა აისახება სხდომის ოქმში.

18. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ მიიღება კომისიის გადაწყვეტილება. კომისიის გადაწყვეტილების ასლი კონკურსის შედეგების შესახებ ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს.

19. სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა ან სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და გადახდის პირობები მითითებული უნდა იყოს კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში.

20. კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე სალიცენზიო გადასახდელის ან სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის კომისიის ანგარიშზე, ხოლო 10%-ის კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე თანხების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის გასვლიდან მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში თანაბარწილად ლიცენზიის მოქმედების ვადის ყოველი მომდევნო წლის პირველივე თვის განმავლობაში სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე, კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად.

21. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია მაუწყებლობის პროცესში დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი„, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ”, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”, „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ„, „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„, „რეკლამის შესახებ„ და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ„ საქართველოს კანონებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესები.

           

22. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია მაუწყებლობის განხორციელების პროცესში უზრუნველყოს მისთვის ლიცენზიით განსაზღვრული სამაუწყებლო ზონ(ებ)ის სრულად დაფარვა ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში, საკუთარი სამაუწყებლო ქსელის შექმნის ან სხვა პირის ტექნიკური საშუალებების სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე გამოყენების გზით.

23. კომისია უფლებამოსილია კონკურსში გამარჯვებულს განუსაზღვროს სამაუწყებლო ზონებში შემავალი იმ ტერიტორიების დაფარვის გრაფიკი, სადაც მაუწყებლობა შეზღუდულად, ან საერთოდ არ ვრცელდება;

24. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

25. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია მაუწყებლობის დაწყების შემდეგ კვირაში ერთხელ კომისიას მიაწოდოს და გამოაქვეყნოს ყოველი მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე.

26. კონკურსის საფუძველზე ლიცენზიის მიღებისას კონკურსის პირობები და ლიცენზიის მაძიებლის მიერ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნული პირობები აისახება კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის განსაკუთრებულ პირობებში, როგორც ტელერადიომაუწყებლობის ოპერატორის ვალდებულებები.

27. ლიცენზიის მაძიებლების  განცხადებების  მიღება მოხდეს:

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად - 2003 წლის 12 აგვისტოს 17 საათამდე;

ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად - 2003 წლის 19 აგვისტოს 17 საათამდე;

28. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

29. საკონკურსო სხდომა საჯაროა. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და ქვეყნდება კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) ინტერნეტში;

30. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორს (გ. რატიშვილი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

31. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის საქმეთა მმართველს ი.ხარებავას.

კომისიის თავმჯდომარე:                                                      ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები